ბელგიაში ავტომანქანა წვეულების დროს ხალხის ჯგუფს დაეჯახა

ბელგიაში ავტომანქანა წვეულების დროს ხალხის ჯგუფს დაეჯახა

ბელგიის ქალაქ ასენუაში ავტომანქანა წვეულების დროს ადამიანებს დაეჯახა. ავტომანქანაში სამი მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ბოროტმოქმედებმა მიმალვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ისინი ქალაქ აუბი-სიურ-სემუასთან დააკავა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით აღიძრა, რომელიც მოკვლის მიზნით თავდასხმას გულისხმობს. მათი თქმით, ამ დროისთვის ტერაქტზე საუბარი ნაადრევია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"