ბაშარ ასადმა თურქეთს ტერორისტების გარანტი უწოდა

 ბაშარ ასადმა თურქეთს ტერორისტების გარანტი უწოდა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თურქეთს "ტერორისტების გარანტი" უწოდა და მათ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

"ჩვენ არ მივიჩნევთ თურქეთს გარანტად და პარტნიორად სამშვიდობო პროცესში. ის ტერორისტების გარანტია", - განაცხადა ასადმა დიპლომატებთან შეხვედრისას, რომლის ტრანსლირებაც სირიის ტელევიზიამ განახორციელა.

ბაშარ ასადის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი იძულებული იყო ასტანაში სამშვიდობო პროცესს შეერთებოდა, რადგან ტერორისტები მარცხს განიცდიან და ამ პროცესით თურქეთის მთავრობა "ბოევიკების" დაცვას ცდილობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"