13 წლის ბიჭი იშვიათი დიაგნოზით, რომელიც ახალშობილს გავს

13 წლის ბიჭი იშვიათი დიაგნოზით, რომელიც ახალშობილს გავს

ანგუს პალმერი 13 წლისაა, თუმცა ის ყველას 13 თვის ჰგონია. თინეიჯერ ბიჭს იშვიათი დიაგნოზი დაუდგინდა, რის გამოც მისი ზრდის ტემპები გაჩერებულია და ახალშობილს გავს. ანგუს პალმერი მხოლოდ 13 კილოს იწონის. ექსპერტები ამ მდგომარეობას პერსონალურ სინდრომს უწოდებენ, რადგან მსოფლიოში ასეთი რამ მხოლოდ ანგუსს აღენიშნება. მისი 48 წლის დედა ტენდი, რომელთან ერთადაც ბიჭუნა ინგლისში, მაკლესფილდში ცხოვრობს, შვილის მდგომარეობას "ბედნიერების სინდრომს" უწოდებს.

"მილიონობით ბავშვია დიდ ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობებით, მაგრამ ანგუსი ერთადერთია ასეთი, ყოველმხრივ უნიკალური", - ამბობს ტენდი.

აგნუსი 2 წლით უფროს ძმასთან ერთად

ანგუსს დიაგნოზი სამი წლის ასაკში დაუსვეს, მაგრამ დედა ამბობს, რომ მუცლადყოფნის დროს უკვე ხვდებოდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, რადგან ანგუსის მოძრაობას საერთოდ ვერ გრძნობდა. ექიმებმა დედა დაამშვიდეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ როდესაც ბავშვი გაჩნდა და კვლევები ჩაატარეს, აღმოაჩინეს, რომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა.

ანგუსის სიმაღლე 93 სანტიმეტრია, ბავშვი ჟესტების ენაზე საუბრობს და სიარული მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ვინმეს მისი ხელი უჭირავს.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

ეგვიპტეში 5 გოგონას სოცქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებისთვის პატიმრობა შეუფარდეს - "ზნეობა დაარღვიეს და სექსს ჰყიდდნენ"

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს