ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

სპეცოპერაცია ბარსელონას ახლოს, სუბირატის რაიონში ჩატარდა. როგორც ცნობილი გახდა, 22 წლის იუნეს აბუიაკუბს "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ის დააკავეს.

ეთნიკურად მაროკოელი აბუიაკუბი 17 აგვისტოს ბარსელონაში განხორციელებული სისიხლიანი თავდასხმის ეჭვმიტანილი იყო. პოლიცია მის დასაკავებლად ანტიტერორისტულ რეიდებს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა. ლა რამბლაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"