"Johnson & Johnson"-ის ცნობილი საბავშვო ტალკი საკვერცხის სიმსივნეს იწვევს

"Johnson & Johnson"-ის ცნობილი საბავშვო ტალკი საკვერცხის სიმსივნეს იწვევს

ცნობილ ამერიკულ კომპანიას Johnson & Johnson, რომელიც სამედიცინო დანიშნულების და ფარმაცევტულ საქონელს აწარმოებს, სასამართლომ 417 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული ჯარიმა კომპანიას მას შემდეგ დაეკისრა, რაც გაირკვა, რომ მათი წარმოების ცნობილი საბავშვო ტალკი ქალებში საკვერცხის სიმსივნეს იწვევს.

სასამართლო პროცესი კომპანიას ლოს ანჯელესის მცხოვრებმა ევა ეჩევერიამ მოუგო. ქალმა Johnson & Johnson დაადანაშულა მომხმარებლების არასაკმარის ინფორმირებულობაში. ეჩევერია "ჯონსონ ენდ ჯონსონის" საბავშვო ტალკს ყოველდღიურად იყენებდა ჰიგიენური მიზნებისთვის, 2007 წელს კი მას საკვერცეების სიმსივნე აღმოუჩინეს.

"ქალბატონი ეჩევერია საკვერცხეების სიმსივნით კვდება, მისი სურვილია, რომ სხვა ქალებს, რომლებიც "ჯონსონ ენდ ჯონსონის" პროდუქციას იყენებენ, დაეხმაროს რისკებისგან თავის არიდებაში" - განაცხადა ქალის ადვოკატმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება განაპირობა რიგმა დოკუმენტებმა, რომელშიც ცხადად ჩანდა, რომ კომპანიამ იცოდა მისი პროდუქციის შედეგად გამომწვევი რისკების შესახებ, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებისთვის არაფერი გაუკეთებია.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"