გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიდრე ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიდრე ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი მიიჩნევს, რომ ვიდრე პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. აღნიშნულის შესახებ ზიგმარ გაბრიელმა გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს თურქეთის მიღება, მაგრამ თურქეთის მთავრობა ერდოღანის მმართველობისას ევროპისგან საპირისპირო მხარეს მიემართება. ცხადია, რომ თურქეთი დღევანდელ მდგომარეობაში ვერ გახდება ევროკავშირის წევრი", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ თურქეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ერთად ანკარას ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი იქნება.

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაუარესდა. ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების რეაქცია, როდესაც გადატრიალების მცდელობის შემდეგ მასობრივ დაკავებებს ჰქონდა ადგილი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"