"რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გი­ზა­ში შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვი და­იწყო" - ფა­რა­ო­ნის სა­მარ­ხის წყევ­ლა, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გი­ზა­ში შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვი და­იწყო" -  ფა­რა­ო­ნის სა­მარ­ხის წყევ­ლა, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა

თა­ვის დრო­ზე, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ააფო­რი­ა­ქა ცნო­ბამ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გი­ზა­ში, სა­დაც დიდ პი­რა­მი­და­ში, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად ფა­რა­ონ ხე­ოფ­სის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი უნ­და გა­ნის­ვე­ნებ­დეს, აღ­მო­ჩე­ნი­ლია სა­ი­დუმ­ლო ოთა­ხი-კა­მე­რა, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით შეს­ვ­ლა ვერ მო­ხერ­ხ­და. შეს­ვ­ლის მცდე­ლო­ბას კი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა.

"უ­ფა­ლო, შენ დაგ­ვი­ფა­რე გან­საც­დე­ლი­სა­გან, - ამ­ბობ­და არ­ქე­ო­ლო­გი ედ­ვინ სტო­უნ­მე­ი­ე­რი, - თუ­კი 4500 წლის წი­ნან­დე­ლი ფა­რა­ო­ნის გან­სას­ვე­ნე­ბელს მა­ინც გახ­ს­ნი­ან. ჩე­მი აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სი იყო, სა­ერ­თოდ ვერ აღ­მო­ე­ჩი­ნათ ეს სა­მარ­ხი".

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გი­ზა­ში შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვი და­იწყო, სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ორ­მა ფრან­გ­მა ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა ხე­ოფ­სის პი­რა­მი­დის (ე­ლი­ნის­ტურ­მა სამ­ყა­რომ გი­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რა­მი­დე­ბი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უდი­დე­სია ხე­ოფ­სის პი­რა­მი­და, "სამ­ყა­როს შვიდ სა­ოც­რე­ბას" მი­ა­კუთ­ვ­ნა) შიგ­ნით, სა­ი­დუმ­ლო ოთა­ხი-კა­მე­რის­კენ მი­მა­ვა­ლი, მა­ნამ­დე უც­ნო­ბი, კა­მა­რო­ვა­ნი დე­რე­ფა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამ ფაქ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ეგ­ვიპ­ტის ძეგ­ლ­თა დაც­ვის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ გან­გა­შის ზარს შე­მოჰ­კ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეგ­ვიპ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რ­ძა­ლუ­ლია პი­რა­მი­დებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხედ­რე­ბის ხელ­ყო­ფა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, ამ აკ­რ­ძალ­ვას ცო­ტა ვინ­მე თუ უწევს ან­გა­რიშს.

მოყ­ვა­რულ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა: ჟილ დორ­მი­ონ­მა და ჟან-ივ ვერ­დი­ურ­მა ზემ­გ­რ­ძ­ნო­ბი­ა­რე რა­და­რი­სა და ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი დე­დოფ­ლის კა­მე­რის ქვეშ მდე­ბა­რე­ობ­და კი­დევ ერ­თი კა­მე­რა, რომ­ლის შე­სას­ვ­ლე­ლი დე­რე­ფა­ნიც გრა­ნი­ტის ბლო­კე­ბით იყო ამო­ქო­ლი­ლი. მა­თი აზ­რით, სწო­რედ იქ გა­ნის­ვე­ნებს ფა­რა­ონ ხე­ოფ­სის, უფ­რო სწო­რედ კი - ხუ­ფუს მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი. ადა­მი­ა­ნე­ბი ათას­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ამა­ოდ ცდი­ლობ­დ­ნენ ამ გან­სას­ვე­ნებ­ლის პოვ­ნას. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, ფარ­და აეხ­დე­ბა ეგ­ვიპ­ტის მბრძა­ნებ­ლის საფ­ლა­ვის სა­ი­დუმ­ლოს.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თუ­კი ოდეს­მე ვინ­მე ფა­რა­ონ ხუ­ფუს ცხედ­რის ხელ­ყო­ფას გა­ბე­დავს, კა­ცობ­რი­ო­ბის ისე­თი სა­ში­ნე­ლი გან­საც­დე­ლი და­ატყ­დე­ბა თავს, რო­მელ­თან შე­და­რე­ბი­თაც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ომე­ბი და უბე­დუ­რე­ბე­ბი.

"ის ყო­ვე­ლი­ვე, რაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოჰ­ყ­ვა აკ­ლ­და­მის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხმებს, - გა­ნაგ­რ­ძობს არ­ქე­ო­ლო­გი სტო­უნ­მე­ი­ე­რი, - ადას­ტუ­რებს იმ ხი­ფა­თის არ­სე­ბო­ბას, რაც ფა­რა­ო­ნის საფ­ლა­ვის სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს".

ხმე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პი­რა­მი­დის და­სა­ცა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვა და­ა­ყე­ნა, მაგ­რამ თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ებ­ლე­ბი თუ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი მა­რო­დი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­მე­ფო სა­გან­ძუ­რით ხე­ლის მოთ­ბო­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს, არც დაც­ვას შე­უ­შინ­დ­ნენ...განაგრძეთ კითხვა

პენტაგონი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეოს ავრცელებს

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები