რას ყიდულობენ ევროპელი და ამერიკელი მოსწავლეები სკოლის ბუფეტში

რას ყიდულობენ ევროპელი და ამერიკელი მოსწავლეები სკოლის ბუფეტში

სკოლებში ბავშვების კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის, რომელთაც უკვე დიდი ხანია დაწესებული აქვთ ნორმები და შეზღუდვები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება იყიდებოდეს არა მხოლოდ ბუფეტში, არამედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი.

ევროპასა და ამერიკაში მუდმივად ადგენენ ახალ წესებსა და სტანდარტებს, რაც სკოლების სასადილოებმა უნდა დააკმაყოფილონ. მაგალითად აშშ-ის სკოლების სასადილოებში ჰოთ-დოგების, ჰამბურგერების, გაზიანი და შაქრის შემცველი სასმელების გაყიდვა ჯერ კიდევ 2010 წელს აიკრძალა.

ინგლისში პეპსისა და კოკა-კოლას გაყიდვა, როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელების არათუ სკოლებში, არამედ სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსშიც კი იკრძალება.

რესტორნების ქსელმა Sweetgreen გადაწყვიტა კვლევა ჩაეტარებინა და ენახა, თუ რას ჭამენ ბავშვები სადილზე სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში. აღმოჩნდა, რომ მაგალითად საფრანგეთში მოსწავლეები ერთ ჯერზე მიირთმევენ საქონლის ხორცს, ბოსტნეულს (მწვანე ლობიო, სტაფილო), ყველსა და ხილს. ამერიკის შეერთებულ შტატებში - კარტოფილის პიურეს, ქათმის ჩხირებს, ბარდას, კომპოტსა და ორცხობილას.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"