ერდოღანი ევროკავშირს - თურქეთთან ურთიერთობის ამჟამინდელ ფორმატს თუ ვერ იტანთ, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ

ერდოღანი ევროკავშირს - თურქეთთან ურთიერთობის ამჟამინდელ ფორმატს თუ ვერ იტანთ, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, პირდაპირ განაცხადონ, სურთ თუ არა თურქეთის წევრად მიღება.

"ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის ორგანოებმა და წევრმა ქვეყნებმა გულწრფელად და ღიად ისაუბრონ თურქეთთან მიმართებაში თავიანთ პოლიტიკაზე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" სხდომაზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება.

"რაც შეიძლება მალე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ თქვენ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობებში "ფარისევლობისა და პოლიტიკური ზნედაცემულობის" განხორციელებაში.

"ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯები. ისინი ან შეასრულებენ თავიანთ პირობას ან იტყვიან, რომ არ სურთ ჩვენთან ერთად ერთ გზაზე წასვლა. სხვა არჩევანი არ არსებობს. ჩვენ იმედებს გავუცრუებთ მათ, ვისაც თურქეთის გამოყენება სურს საარჩევნო ინსტრუმენტად", - დასძინა მან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"