უკრაინის სასაზღვრო სამსახური 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს

უკრაინის სასაზღვრო სამსახური 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს

10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი მესაზღვრეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს.

„ამიტომ, თხოვნით მოგმართავთ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"