მექსიკაში მიწისძვრის შემდეგ 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ 61 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

მექსიკაში მიწისძვრის შემდეგ 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ 61 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

მექსიკის სანაპიროსთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ 61 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.

„დილის 01:50 საათამდე 61 აფთერშოკი დაფიქსირდა ქალაქ ტონალას მახლობლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი, ქვეყნის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე იყო. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მექსიკის გარდა ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.

მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"