„კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს

„კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს

პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, რამდენიმე დღის წინ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მავთულხლართები გააბეს შესასვლელი ზონის გასწვრივ.

უკრაინელი მესაზღვრეები უარს ამბობენ კომენტარის გაკეთებაზე აღნიშნულთან დაკავშირებით. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი აქტივისტების საზღვარზე შემოჭრის გამორიცხვაა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"