უკრაინის შსს-მ კიევში რუსლან პაპასკირის, იგივე თემურ მახაურის, მეტსახელად "ზონას" გარდაცვალება დაადასტურა

უკრაინის შსს-მ კიევში რუსლან პაპასკირის, იგივე თემურ მახაურის, მეტსახელად "ზონას" გარდაცვალება დაადასტურა

უკრაინის შსს-მ კიევში რუსლან პაპასკირის, იგივე თემურ მახაურის, მეტსახელად "ზონას" გარდაცვალება დაადასტურა კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური დაიღუპა. "112 უკრაინას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.

"დღეს, ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, ქალი, რომელიც მძიმედ დაშავდა და ექიმები მისი ჯანმრთელობისთვის იბრძვიან და ბავშვი, რომელიც გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნაა შევჩენკომ.

მან თავდაპირველად დაადასტურა, რომ მანქანაში გარდაცვლილის მეუღლე იმყოფებოდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ არ არის მზად დანამდვილებით თქვას, არის თუ არა ქალბატონი გარდაცვლილის მეუღლე და ამას გამოძიება დაადგენს.

"წინასწარი ინფორმაციით, ამოქმედდა ასაფეთქებლი მოწყობილობა, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. მისი ვინაობა დადგენილია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავასაჯაროებ", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა. თუმცა, ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნით, მან გარდაცვლილის ვინაობა დაასახელა.

"ეს პირი კრიმინალურ წრეებში ცნობილია და ჰქვია თემურ მახაური. მას ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა ჩეჩნურ წრეებთან. წელს ის უკრაინაშიც იყო დაპატიმრებული, მაგრამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა. მას ბრალად ედებოდა, თუ არ ვცდები, იარაღის უკანაონოდ შენახვა. მან სასამართლოში დანაშაული აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა სამი წლით. მაშინ მისი თანდასწრებით ამოიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო", - განაცხადა შევჩენკომ.

თემურ მახაური რუსლან პაპასკირის და ჩეჩენი ალი დაბუევის სახელითაც არის ცნობილი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"