უკრაინული მედია -კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი დონბასში, უკრაინის მხარეს იბრძოდა

უკრაინული მედია -კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი დონბასში, უკრაინის მხარეს იბრძოდა

კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი დონბასში, უკრაინის მხარეს იბრძოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო "კანალ 24"-ს დაუდასტურეს.

რუსლან პაპასკირის ფოტოებს, სადაც ის ავდეევკაში უკრაინელი სამხედროების ფორმაშია გამოწყობილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოხალისე იულია ფიოდორკო ავრცელებს. მისი მტკიცებით, ფოტო 2017 წლის გაზაფხულზე ავდეევკაშია გადაღებული.

"ისინი ჩვენ გვაზღვევდნენ და გვიცავდნენ. შუაღამე იყო და ბოლოს როგორც იქნა მივედით და ბიჭებს შევხვდით, მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩავუტანეთ. სწორედ მაშინ გავიცანი ალი, უფრო სწორად თემურ მახაური. მე მას თავიდანვე ვენდობოდი, რადგან მასთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობდი და არაფრის მეშინოდა. ის იმ ადამიანთა შორისაა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შენს მეგობრად რჩებიან. არ შემიძლია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ეს ნამდვილი მებრძოლის სიკვდილია. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები", - წერს იულია ფიოდორკო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"