ქარიშხალ "ირმას" გამო, ფლორიდის შტატიდან 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ქარიშხალ "ირმას" გამო, ფლორიდის შტატიდან 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ქარიშხალი "ირმა" ფლორიდის შტატს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი ამერიკის სანაპიროს დღეს დღის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა. შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფარში გადავიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

ქარიშხალ "ირმას" სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. მისი სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი "ირმა" "ჰარვიზე" უფრო მძლავრია, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს დაატყდა თავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"