თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - 51 წლის ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს

 თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - 51 წლის ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს

თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, საქართველოს 51 წლის მოქალაქე, ანა საფარიანი ქალაქის ცენტრში მოკლეს.

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"