ადვოკატი - მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული

ადვოკატი - მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მარკიან გალაბალა კომენტარს აკეთებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სასტუმროში, სადაც სააკაშვილია გაჩერებული სამართალდამცველები მივიდნენ.

„დილის 07:15 საათზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ სასტუმრო „ლეოპოლისში“, რათა მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეცათ ადმინისტრატიული დარღვევის ჩადენის შესახებ პროტოკოლი. მათი თქმით, სამართალდარვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“, - განაცხადა მან.

ადვოკატის განცხადებით, მესაზღვრეების ქმედებები არაკანონიერია.

„ამგვარ პროტოკოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან სამ საათში აფორმებენ. დღეს 12 სექტემბერია. ამიტომაც პროტოკოლის გადაცემის მცდელობა არაკანონიერია“, - განმარტა მარკიან გალაბალამ.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"