ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ორი ქვეყანა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში აქტიურად თანამშრომლობდა. ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის - "სამართლიანობა და განვითარების" თავმჯდომარის მოადგილე ომერ ჩელიკმა განაცხადა.
"თურქეთსა და ისრაელს შორის უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო ხელშეკრულებები გაუქმდება, ანულირებული იქნება სხვა სფეროებში დადებული ხელშეკრულებებიც", - აღნიშნა ჩელიკმა.
მისივე თქმით, ანკარა გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, რათა ისარელის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
"გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმა, რომ ისარელის ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებმაც ცეცხლის გახნის ბრძანება გასცეს, დაისაჯონ", - განაცხადა თურქეთის წარმომადგენელმა.
თურქული მედიის ცნობით, ისრაელის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად თურქეთი აზიის თანამშრომლობისა და ნდობის რიგით მესამე შეხვედრის გამოიყენებასაც აპირებს. შეხვედრას, რომელიც სტამბოლში ხვალ გაიმართება, აზიის ქვეყნების პირველი პირები დაესწრებიან. ისრაელს ანკარაში ამ ქვეყნის საგენგებო და სრულუფლებიანი ელჩი წარმოადგენს.
თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობები პირველი ივნისიდან გამწვავდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა ხმელთაშუა ზღვაში 6 გემისგან შემდეგარი "თავისუფლების ფლოტილიის" დაკავების ოპერაცია ჩაატარა. ფლოტილია ღაზას სექტორისკენ მიემართებოდა. გემებზე მყოფთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. სპეცოპერაციის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, ისრაელმა მხოლოდ 9 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში შესვლის უფლება არც ირლანდიურ გემს მისცეს.