კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
15:32 / 14-09-2017
რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს
რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი იური ნიკიფოროვი, მარშალ კრილოვის ქუჩაძე მდებარე სახლის სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის მისმა მეუღლემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. 33 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიკიფოროვის მეგობრები სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავენ.

Интерфакс - ის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გორშკოვის თქმით, ნიკიფოროვი მოსკოვის ახალ ამბებს, კონკრეტულად, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს აშუქებდა... მისივე თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიით დაიწყო. "ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების თქმით, მას დეპრესიისა და ზოგადად, თვითმკვლელობის წინაპირობის არაფერი ეტყობოდა. რამდენადაც ცნობილია, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა...",- ამბობს გორშკოვი.

გარდაცვლილ რედაქტორს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების თქმით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, თუმცა, ის სოციალური ქსელის პირად გვერდზე დღეს დილითაც დაფიქსირდა. მისი კოლეგების თქმით, ნიკიფოროვი აწარმოებდა გამოძიებას გავლენიანი ბიზნესმენების წილების შესახებ, მათ გავლენებსა და კავშირებზე. თუმცა, არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სტატია იყო მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული რამდენიმე მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაცია. მათ შორის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის ფედერაციის
მინისტრის ლევ კუზნეცოვის დეკლარაცია, რომლის რეგისტრირებული ქონება 582 მილიონი რუბლი იყო... მისი შემოსავალი მხოლოდ 2016 წელს 12-ჯერ გაიზარდა. სტატიის თანახმად, ყველაზე მცირე შემოსავალი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრე ტკაჩევს ჰქონდა - წელიწადში 5,6 მილიონი რუბლი.

მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ამ მასალის გამო, ნიკიფოროვს რამდენჯერმე დაურეკეს და "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრნენ, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა... იური ნიკიფოროვი Интерфакс -ში 2014 წლიდან მუშაობდა.

ლალი პაპასკირი
ამბები. გე


16:14 / 14-09-2017
*__*
0
მასეთი კატეგორიის ხალხი რუსეთში თავის სიკვდილით არ კვდებიან.
მსგავსი სიახლეები
"რეფერენდუმით" გაფორმებული ინტეგრაცია
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
რუსეთი ამერიკას "ბოლოჯერ აფრთხილებს"
"რადგან ჩემი ავტომატით ადამიანები იხოცებოდნენ, გამოდის, რომ დამნაშავე ვარ ადამიანების, თუნდაც მტრების, სიკვდილში?.."
რისთვის იბრძვის რუსეთი გერმანიაში
რუსეთმა დაანონსებული სამხედრო წვრთნები "ზაპად - 2017" დაიწყო
კიევის აცხადებს, რომ გაეროს სამშვიდობო მისია 2014 წლამდე არსებულ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უნდა განლაგდეს
კადიროვის თქმით, მას სოციალურ ქსელში დაუკავშირდნენ და მიანმარში სამხედრო ძალების გადასროლა სთხოვეს
აღმოსავლეთ ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთი წვრთნების დასრულების შემდეგ, სამხედრო ტექნიკას მათ მეზობლად დატოვებს...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49