რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი იური ნიკიფოროვი, მარშალ კრილოვის ქუჩაძე მდებარე სახლის სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის მისმა მეუღლემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. 33 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიკიფოროვის მეგობრები სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავენ.

Интерфакс - ის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გორშკოვის თქმით, ნიკიფოროვი მოსკოვის ახალ ამბებს, კონკრეტულად, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს აშუქებდა... მისივე თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიით დაიწყო. "ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების თქმით, მას დეპრესიისა და ზოგადად, თვითმკვლელობის წინაპირობის არაფერი ეტყობოდა. რამდენადაც ცნობილია, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა...",- ამბობს გორშკოვი.

გარდაცვლილ რედაქტორს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების თქმით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, თუმცა, ის სოციალური ქსელის პირად გვერდზე დღეს დილითაც დაფიქსირდა. მისი კოლეგების თქმით, ნიკიფოროვი აწარმოებდა გამოძიებას გავლენიანი ბიზნესმენების წილების შესახებ, მათ გავლენებსა და კავშირებზე. თუმცა, არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სტატია იყო მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული რამდენიმე მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაცია. მათ შორის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის ფედერაციის მინისტრის ლევ კუზნეცოვის დეკლარაცია, რომლის რეგისტრირებული ქონება 582 მილიონი რუბლი იყო... მისი შემოსავალი მხოლოდ 2016 წელს 12-ჯერ გაიზარდა. სტატიის თანახმად, ყველაზე მცირე შემოსავალი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრე ტკაჩევს ჰქონდა - წელიწადში 5,6 მილიონი რუბლი.

მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ამ მასალის გამო, ნიკიფოროვს რამდენჯერმე დაურეკეს და "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრნენ, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა... იური ნიკიფოროვი Интерфакс -ში 2014 წლიდან მუშაობდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"