დონალდ ტრამპი ლონდონის ტერაქტს ეხმაურება

დონალდ ტრამპი ლონდონის ტერაქტს ეხმაურება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. "ტერორისტების მიერ განხორციელებულია მორიგი თავდასხმა. ეს ავადმყოფი და შეშლილი ხალხია. მათთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

Sky News-ის კორესპონდენტის, მარკ უაიტის ინფორმაციით, ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"