ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მოსამართლეების არყოფნის გამო, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გადაიდოს

ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მოსამართლეების არყოფნის გამო, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გადაიდოს

ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გაიგზავნა, მოსამართლეები არ არიან. როგორც გამოცემა „სტრანა.უა“ წერს, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა - იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა. რაც შეეხება იური ბილოუსს, ის შვებულებაშია გასული. ბოლოს მან საქმე 25 აგვისტოს განიხილა, სამსახურში კი, 18 სექტემბერს უნდა დაბრუნდეს.

ამის შემდეგ დაინიშნება სხდომის თარიღი და დრო, ხოლო მხარეებმა სასამართლოს უწყებები უნდა მიიღონ.

საბოლოოდ, აღნიშნული ადმინისტრაციული ოქმის განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"