უკრაინის პარლამენტის შვიდი წევრი დავით საყვარელიძეს თავდებში უდგება

უკრაინის პარლამენტის შვიდი წევრი დავით საყვარელიძეს თავდებში უდგება

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ეგორ სობოლევი ლვოვის სასამართლოს თხოვნით მიმართავს და დავით საყვარელიძეს თავდებში უდგება. ამის შესახებ დეპუტატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„სასწრაფოდ ლვოვში ჩამოვედი, რათა სასამართლოს ვთხოვო, რომ თავდებში ჩავუდგე დავით საყვარელიძეს. ის გამოძიებაზე გავლენას არ მოახდენს და არც გაქცევას აპირებს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, სასამართლოს სხდომის გადადება 18 სექტემბრისთვის უნდათ.

„სასამართლოს ორშაბათისთვის გადადება სურთ. ეს კი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის 72-საათიანი ვადის დარღვევაა“, - განაცხადა დეპუტატმა.

ლვოვში ასევე ჩავიდნენ დეპუტატები: იური დერევიანკო, ვლადიმერ პარასიუკი, ელენე შკრუმი, პავლო კოსტენკო, დიმიტრი დობროდომოვი და ივან კრულკო.

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივანის მარიანა პოჩტარის თქმით, აღნიშნული დეპუტატები მზად არიან თავდებაში ჩაუდგნენ დავით საყვარელიძეს.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"