დავით საყვარელიძე - სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა

დავით საყვარელიძე - სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა

ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეურჩია. ამის შესახებ დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლოს ესმის, რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - დაწერა დავით საყვარელიძემ.

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და მანამ არ გაჩერდებიან, ვიდრე ყველა თანამებრძოლს არ გაათავისუფლებენ და პოლიტიკურ რეპრესიებს არ შეაჩერებენ.

გუშინ, ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონული სასამართლო დავით საყვარელიძესთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევაზე მსჯელობდა. საქმე ეხებოდა 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეს.

დავით საყვარელიძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა არ შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან ის სასამართლოში გამოცხადებასა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას თავს არ აარიდებს.

იხილეთ ვიდეო: ა გადაწყვეტილება მიიღო უკრაინულმა სასამართლომ დავით საყვარელიძესთან დაკავშირებით?

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"