ლონდონის მეტროში აფეთქებასთან დაკავშირებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ლონდონის მეტროში აფეთქებასთან დაკავშირებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, საფრთხის დონე ჯერჯერობით კრიტიკულ ნიშნულზე რჩება", - განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა, ნილ დასუმ.

გუშინ, მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თუმცა, არასრული სიმძლავრით.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავებულია 29 ადამიანი.

ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"