სომეხი ბიზნესმენის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი და სომხეთის პრეზიდენტი სტუმრებს შორის

სომეხი ბიზნესმენის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი და სომხეთის პრეზიდენტი სტუმრებს შორის

მოსკოვში კომპანია "ტაშირის" მფლობელის, სამველ კარაპეტიანის უმცროსი ვაჟის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. როგორც რუსული მედია წერს, კარენ კარაპეტიანისა და მისი რჩეულის - ლილიტის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია 2017 წლის განმავლობაში.

რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ქორწილში ადგილობრივი შოუბიზნესისა და საზღვარგარეთის ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა იმღერეს, როგორებიცაა: ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი, "ლენინგრადი" და სხვ. ქორწილს სომხეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

პატარძალს ZuhairMurad-ის თეთრი შლეიფიანი კაბა ეცვა. ქორწილი საკონცერტო დარბაზში "საფისა" ჩატარდა.

გრანდიოზული დღესასწაულის საბოლოო აკორდი რამდენიმე მეტრიანი ტორტი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვის ცნობილმა კონდიტერებმა მოამზადეს.

ნახეთ ვიდეოკადრები ქორწილიდან

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"