ლვოვის ოლქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

 ლვოვის ოლქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

ლვოვის ოლქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ პოლიტიკოსის "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმდინარე ტრანსლაციიდან გახდა ცნობილი.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალად მხოლოდ "საზღვრის უკანონო გადაკვეთა" ედება. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია 325 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

როგორც "რია ნოვოსტის" სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა პოლიტიკოსი, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი მოქალაქეობის გარეშე, ქვეყნიდან გააძევოს. "სასამართლო სხდომას გახსნილად ვაცხადებ", - განაცხადა მოსამართლე იური ბილოუსმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"