7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მექსიკაში: ნანგრევებად ქცეული ქალაქი და 220 დაღუპული - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მექსიკაში: ნანგრევებად ქცეული ქალაქი და 220 დაღუპული - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 220 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.

იხილეთ ვიდეო

"სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. სხვა შენობებთან ერთად დაინგრა სკოლა და დაიღუპა 20 ბავშვი და მასწავლებლები - ეს არის ყველაზე შემაძრწუნებელი ინფორმაცია, რომელიც 19 სექტემბერს უკავშირდება. ქალაქში დიდი ნგრევაა, ნგრევა სხვა შტატებშიც. ტრაგედიის შედეგები და მასშტაბები, ზარალი, მათ შორის ადამიანური ზარალი, ჯერ კიდევ უცნობია.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკელები არიან მობილიზებული, სამაშველო სამსახურები, ჯარი ჩართულია სამძებრო სამუშაოებში და იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი მსხვერპლი არ იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ქალაქში პანიკაა, მაგრამ ეტყობა, რომ დიდი უბედურება დაატყდა თავს", - განაცხადა ნიკოლოზ სახვაძემ.

მეხიკოს სამოქალაქო საქმეთა მინისტრ ფაუსტო ლუგოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად შენობები დაინგრა, რომელთა ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. მიწისძვრის შედეგად დაიხურა ბენიტო ხუარესის სახელობის მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი დახურული იქნება, ვიდრე სრულად ინფრასტრუქტურა არ შემოწმდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"