ანატოლი ბიბილოვი - ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ

ანატოლი ბიბილოვი - ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ

ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთის ქალაქ კვაისაში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ გამოცემა ”ტასს” ექსკლუზიურ ინტერვიუში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა.

”კვაისის მაღაროები სსრკ-ს ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ წარმოების აღსადგენად სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. დაინტერესება ჩვენი კორეელი და ჩინელი კოლეგების მხრიდან არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესწავლით სამუშაოებს დავიწყებთ. 30 წლის მანძილზე ბევრი რამ განადგურდა, მაღაროების დიდი ნაწილი დატბორილია. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს”, - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის ”პრეზიდენტმა”.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"