მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული კოსმეტიკური იმპერიის "ლორეალის" მფლობელი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ბეტანკურის ქონება 40 მილიარდი დოლარი იყო. ლილიან ბეტანკურმა "ლორეალის" საბჭო 2012 წელს დატოვა და მას შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მოგვიანებით ექიმებმა მას ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს.

2010 წელს ლილიან ბეტანკური პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საქმე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კამპანიის დაფინანსებას ეხებოდა.

გამომძიებელთა თქმით, 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სარკოზი დაფინანსებას ბეტანკურისგან იღებდა და ამას მოტყუების გზით აკეთებდა. თავად ნიკოლა სარკოზიმ ყველა ბრალდება უარყო. 2013 წელს საქმე დაიხურა. წაიკითხეთ მეტი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"