მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად

მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად

ჰოლანდიაში, ამსტერდამში, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ფაქტმა, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. 20 სექტემბერს ათი ათასობით ამსტერდამელი შეიკრიბა იმ ქუჩაზე, სადაც ქალაქის მერი ებერჰარდ ვან დერ ლაანი ცხოვრობს. შეკრებილებმა ტრანსპარანტებით, პეტარდების ხმით და სტვენით მთელი ქუჩა აახმაურეს, თუმცა ისინი არაფერს აპროტესტებდნენ - უბრალოდ, ამ ფორმით მიაგეს პატივი ქალაქის მერს, რომელიც სასიკვდილო სენითაა ავად და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის...

ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა ჰოლანდიური სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" (ითარგმნება როგორც, ამსტერდამის არხებთან) ერთხმად შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო

მათთან გასასაუბრებლად, სახლიდან გამოვიდა ებერჰარდ ლაანის მეუღლე ფემკე, თავის სამ შვილთან ერთად და მადლობა გადაუხადა შეკრებილებს საოცარი ჟესტისთვის: "თქვენი მერი ბედნიერი იქნებოდა აქ მდგარიყო თქვენს გვერდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. თუმცა, მას ესმის თქვენი და ძალიან ნასიამოვნებია. ჩემი მეუღლის სახელით, მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ არაჩვეულებრივი ჟესტისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ გამოხატავთ მის მიმართ ბოლო დღეების მანძილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის", - აღნიშნა ფემკე ვან დერ ლაანიმ.

62 წლის ვან დერ ლაანს ფილტვის კიბოს დიაგნოზი იანვარში დაუსვეს. მდგომარეობა თავიდანვე უიმედო იყო, თუმცა ქალაქის მერმა მოქალაქეებისადმი ღია წერილში განაცხადა, რომ იქამდე უხელმძღვანელებდა ქალაქს, სანამ ამის ძალა ექნებოდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ამიტომაც 19 სექტემბერს მერმა კიდევ ერთი წერილით მიმართა თანამოქალაქეებს და აცნობა, რომ პოსტს ტოვებდა, რადგან ექიმებმა შეატყობინეს, რომ მისთვის არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ.

ებერჰარდ ვან დერ ლაანი ამსტერდამის მერი 2010 წლიდან იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"