სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაპირისპირება საბავშვო ბაღის ბავშვების ჩხუბს ჰგავს, რომლებსაც ვერავინ აჩერებს

 სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაპირისპირება საბავშვო ბაღის ბავშვების ჩხუბს ჰგავს, რომლებსაც ვერავინ აჩერებს

სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაპირისპირება საბავშვო ბაღის ბავშვების ჩხუბს ჰგავს, რომლებსაც ვერავინ აჩერებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა და ფხენიანმა ფიცხი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ და დამშვიდნენ. ლავროვის თქმით, მხარეებმა ტონს უნდა დაუწიონ და რიტორიკა შეცვალონ. მისი შეფასებით, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაპირისპირება "საბავშვო ბაღის ბავშვების ჩხუბს ჰგავს, რომლებსაც ვერავინ აჩერებს".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ ურთიერთობები დიპლომატიური გზით უნდა დაალაგონ. ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთმანეთის მისამართით უხეში განცხადებები გააკეთეს.

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეშლილი უწოდა. მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადა, რომ გაერო-ს გენერეალურ ასამბლეაზე ტრამპის სიტყვით გამოსვლა "შიზოფრენიულ შეტევას" ჰგავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"