გერმანიის ფსიქიატრიული კლინიკიდან სამი საშიში ბოროტმოქმედი გაიქცა

გერმანიის ფსიქიატრიული კლინიკიდან სამი საშიში ბოროტმოქმედი გაიქცა

გერმანიის ქალაქ როითლინგენის სასამართლო ფსიქიატრიის კლინიკიდან სამი საშიში ბოროტმოქმედი გაიქცა. ამის შესახებ გამოცემა "ბილდი" იუწყება.

თანამშრომლებმა ამ ადამიანების მიერ კლინიკის დატოვების შესახებ შემთხვევით გაიგეს, რადგან იმ შენობაში, სადაც ბოროტმოქმედები იმყოფებოდნენ, სახანძრო სიგნალიზაცია ამოქმედდა.

გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ რადიატორთან არსებული კედელი გაიტანეს, საწოლის ზეწრებით კი ქვემოთ ჩასვლა მოახერხეს. ამ დროისთის გაქცეულების ძებნა მიმდინარეობს. მათ 40 პოლიციელი, ძაღლები და ვერტმფრენი ეძებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"