გერმანიის დიდ ქალაქებში პოლიცია და სამხედროები პატრულირებენ

გერმანიის დიდ ქალაქებში პოლიცია და სამხედროები პატრულირებენ

გერმანიაში მიმდინარე ბუნდესტაგის არჩევნების გამო, ქვეყნის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქუჩებში პოლიციასთან ერთად სამხედროები პატრულირებენ. დედაქალაქ ბერლინში 1500-ზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული, რომლებიც არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

არჩევნების პარალელურად ბერლინში ყოველწლიური მარათონი იმართება, რომელშიც ათასობით მსურველი მონაწილეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მარათონის გამო ამომრჩევლებს 30-მდე საარჩევნო უბანზე მისვლა გაუჭირდებათ.

გერმანიაში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ევროპის მასშტაბით არაერთი ტერაქტი განხორციელდა. მათ შორის 2016 წლის დეკემბერში, ბერლინში საახალწლო ბაზრობაზე სატვირთო შევარდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"