კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს

კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს

ფხენიანში აშშ-ის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ათობით ათასი ადამიანი ჩანს, რომლებიც მხარს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პოლიტიკას უჭერენ.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს, რადგან მათ დონალდ ტრამპი დაემუქრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, საკუთარ განცხადებაში შეშლილი უწოდა. „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლო განცხადებაში, დონალდ ტრამპი წერს, რომ „გაეროს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი მოისმინა და მან კიმ ჩენ ინის შეხედულებები გააჟღერა, ცოტა ხანში კი ისინი საერთოდ აღარ იქნებიან“.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"