63 წლის ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი უკვე მეოთხე ვადით გახდა. 12 წლიანი მმართველობის შემდეგ ის თანამდებობაზე კიდევ 4 წელს დარჩება.
არჩევნების ბოლო მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა 32,5 პროცენტი მიიღო და ის გერმანიის პარლამენტში ყველაზე დიდ ალიანსად დარჩა, თუმცა ეს შედეგები წინა არჩევნებში მოპოვებულ მხარდაჭერაზე (41%) დაბალია.
ამჟამად მერკელი ევროპაში ყველაზე ძველი მოქმედი ლიდერია. მისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არაერთი პრეზიდენტი გამოიცვალა მსოფლიო არენაზე. იცვლებოდა გამოწვევები და საფრთხეებიც.
ფორბსის მიხედვით 9-ჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელებული მერკელი ბერლინში ერთ-ერთ უბანში მეუღლესთან ერთად მე-4 სართულზე ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასი 11%-ით ნაკლებია გერმანიის პრეზიდენტის ხელფასზე.