ყოფილი ნარკოდამოკიდებული ნატურალური წვენების მაგნატი და მილიონერი გახდა

ყოფილი ნარკოდამოკიდებული ნატურალური წვენების მაგნატი და მილიონერი გახდა

13 წლის წინ ჰალილ რაფატი მძიმე ნარკოდამოკიდებული და უსახლკარო იყო. დღეს ის მილიონერია.

ჰალილი კომპანია SunLife Organics-ის მფლობელია. რაფატის მზიან მალიბუში და ლოს ანჯელესის ექვს სხვადასხვა წერტილში წვენის ბარები აქვს. მისი ბარები, სადაც დევიდ დუხოვნისა და Red Hot Chili Pepper-ის ფრონტმენს, ენტონი კიდისს უყვართ სიარული, ორი წვენის გამო შემდგარი უზარმაზარი რიგების გამო გახდა პოპულარული: "სიცოცხლის ელექსირი" და "ბედნიერი". 46 წლის რაფატიმ სულ რაღაც 5 წელიწადში მოახერხა წვენების და სხვა ჯანსაღი სასმელების იმპერიის აშენება, რომლებმაც მისი თქმით, სიცოცხლე გადაურჩინეს.

როდესაც ჰალილი ლოს ანჯელესში თავისი მშობლიური ტოლიდოდან (ოჰაიოს შტატი) პირველად ჩავიდა, თითქოს და მისი ყველა ოცნება უნდა ასრულებულიყო. მშობლიური სახლიდან გამოიქცა, სადაც წარსული და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მოგონებები არ ასვენებდა. ლოს ანჯელესში სპორტული ავტომობილის ნაწილებით დაიწყო ვაჭრობა. საქმე საკმაოდ კარგად მისდიოდა. მაგრამ გარდა ლეგალური ბიზნესისა, რაფატი ასევე მარიხუანას, ექსტაზისა და კეტამინს ჰყიდდა პარალელურად. ერთხელაც მან ჰეროინი გასინჯა. სწორად ამ ნარკოტიკის ეფექტმა გამოიწვა მასში იმ უდარდელი ცხოვრების ილუზია, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა და სწორედ ამიტომაც სურდა ამ "სამყაროში" ხშირად დაბრუნება.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"