როგორ გამოიყურება ლას-ვეგასის სასტუმრო, საიდანაც მამაკაცმა 59 ადამიანი მოკლა

როგორ გამოიყურება ლას-ვეგასის სასტუმრო, საიდანაც მამაკაცმა 59 ადამიანი მოკლა

ლას-ვეგასში 2 ოქტომბერს მომხდარმა ფაქტმა მთელი მსოფლიო შეძრა. სამორინესთან ახლოს, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა, 64 წლის სტივენ პედოქსმა ფესტივალის მონაწილეების მისამართით ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად 59 ადამიანი გარდაიცვალა, 515 კი დაშავდა. ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ლას-ვეგასის პოლიციამ სასტუმრო Mandalay Bay-ში, სტივენ პედოქის ნომერში 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში აღმოაჩინა.

დამნაშავე, 64 წლის სტივენი სპეცრაზმის წარმომადგენლებმა სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე პოლიციამ დაკავების მომენტში მოკლა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მან თავი მოიკლა. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელდა ფოტოები, რომელზეც სასტუმროს ის ნომერია ასახული, საიდანაც პედოქსმა გასროლა განახორციელა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"