აშშ-ში მარიხუანას ფერმები იწვის

აშშ-ში მარიხუანას ფერმები იწვის

აშშ-ში, კალიფორნიის ჩრდილოეთში გაჩენილი ხანძრების გამო მარიხუანას მეურნეობები იწვის, ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს.

მარიხუანას მოსავალი დაზღვეული არ არის, რადგან ფედერალური კანონი მარიხუანას კრძალავს. შესაბამისად, ფინანსურ ინსტიტუტებთან კავშირი ფერმერებს ვერ ექნებათ.

დერეკ პეტერსონი, რომელსაც კალიფორნიაში მოჰყავს მარიხუანას მოსავალი, ამბობს, რომ ფერმერები არჭურვილობებისა და ნაგებობებისთვის ხარჯავენ დაახლოებით 5 მლნ დოლარს და 2 მლნ დოლარამდე მოსავლის მოსაყვანად არის საჭირო.

"თუ ფერმები დაიწვება, ეს ხალხისთვის ძალიან დიდი ფინანსური ზარალი იქნება, რომლის ანაზღაურების არანაირი მექანიზმი არსებობს,"- ამბობს პეტერსონი.

კალიფორნიაში ამ დროისთვის ხანძრის 22 კერა მძვინვარებს. სტიქიამ იმსხვერპლა 23 ადამიანი, ასობით დაკარგულია. დაიწვა უამრავი სახლი და საწარმო. ბოლო წლების მანძილზე კალიფორნიაში სეზონური ხანძრები სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"