რას უპირებს აშშ ირანს - თეთრმა სახლმა ტრამპის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა

რას უპირებს აშშ ირანს - თეთრმა სახლმა ტრამპის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა

აშშ ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმდებებს დაუპირისპირდება და ირანის აგრესიას შეაკავებს, - ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნებისთვის აშშ რეგიონში რიგ ქვეყნებთან ითანამშრომლებს, ასევე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე ერთობლივი გავლენის მოსახდენად საერთაშორისო საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ირანთან მიმართებაში აშშ-ის პრეზიდენტის ახალი სტრატეგია ოთხ პუნქტს მოიცავს.

სტრატეგიის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ "აშშ-ის ახალი სტრატეგია ირანთან მიმართებაში მიმართულია ირანის მთავრობის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების აღმოფხვრაზე და ირანის აგრესიის შეკავებაზე, განსაკუთრებით ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის თვალსაზრისით".

"ჩვენ გავანახლებთ ჩვენს ტრადიციულ ალიანსებს და რეგიონალურ პარტნიორობას, როგორც ირანის მავნებლური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველს ", - ნათქვამია სტრატეგიის მეორე პუნქტში.

დოკუმენტის მესამე პუნქტი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიის წინააღმდეგ ზომებს ითვალისწინებს. კერძოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საქმიანობის დაფინანსებისთვის დაბრკოლების შექმნას.

სტრატეგიის დანარჩენი ორი პუნქტი ირანის მხრიდან აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის აღმოფხვრასა და ირანის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ ყველა გზის ჩახშობას ეხება.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, დონალდ ტრამპი დღეს ირანთან მიმართებაში ახალ სტრატეგიას გამოაცხადებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"