რუსული მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა

რუსული მედიის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა

რუსული მედიის ინფორმაციით, მახაჩკალაში სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ხიდირნაბი კაზუევი, სამირ იბრაგიმოვი და ალბერტ ხასბოლატოვი მახაჩკალაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, 2017 წლის ივლისში კი ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები გახდნენ.

"ისლამური სახელმწიფოს" მახაჩკალის დაჯგუფების ხელმძღვანელი გაბიბულ ხალდუზოვი მოსკოვში დააკავეს. ყველა დაკავებული დაღესტნელია.

საინფორმაციო სააგენტო РБК სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ მათ სურდათ, აეფეთქებინათ თვითმფრინავი, რომლითაც რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი ივლისში მახაჩკალაში ჩაფრინდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რატომ არ განახორციელეს ტერაქტი დაკავებულებმა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, დაკითხვაზე მათ აღიარეს, რომ გეგმავდნენ მახაჩკალის ერთ-ერთ პარკში დანებით დასხმოდნენ თავს პოლიციელებს და მათი იარაღი ჩაეგდოთ ხელში.

РБК-ს ინფორმაციით, დაკავებულებს თან ჰქონდათ ჩანთები, სადაც დანები და ცულები ეწყოთ. ხოლო, იმის გამო, რომ პარკში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, პოლიციელებზე თავდასხმა ვერ მოახერხეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"