უკრაინის რადასთან 50-მდე კარავია გაშლილი, მოხდა მცირე შეხლა-შემოხლაც

 უკრაინის რადასთან 50-მდე კარავია გაშლილი, მოხდა მცირე შეხლა-შემოხლაც

უკრაინის რადასთან მომიტინგეებმა 50-მდე კარავი გაშალეს, - ამის შესახებ "უკრინფორმი" იუწყება.

ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეებსა და პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრ ოლეგ ბარნუს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დეპუტატს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, ხელს კრავდნენ, რა დროსაც ინციდენტში მიხეილ სააკაშვილი ჩაერია.

"უკრინფორმის" ინფორმაციით, ამ დროისთვის რადასთან ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აქტივისტები კარვების განთავსებას განაგრძობენ. ერთ-ერთ კარავში საველე სამზარეულოც მოეწყო. ასევე, შემცირებულია სამართალდამცველთა რაოდენობა, რომლებიც რადას მთელ პერიმეტრზე არიან განთავსებული.

მომიტინგეები უკრაინის რადასგან მოითხოვენ იმ კანონპროექტების მიღებას, რომელიც კრძალავს დეპუტატის ხელშეუხებლობას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"