ვინ გეგმავს აშშ-ში 11 სექტემბრის მსგავსი აფეთქების მოწყობას - უსაფრთხოების სამსახურის შემაშფოთებელი განცხადება

ვინ გეგმავს აშშ-ში 11 სექტემბრის მსგავსი აფეთქების მოწყობას - უსაფრთხოების სამსახურის შემაშფოთებელი განცხადება

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ელეინ დიუკი მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფებები მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებენ. ამის შესახებ ელეინ დიუკმა ლონდონში აშშ-ს საელჩოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ტერორისტულ დაჯგუფებებს, იქნება ეს "ისლამური სახელმწიფო" თუ რომელიმე სხვა, 11 სექტემბრის მსგავსი დიდი აფეთქების მოწყობა სურთ. მათ თვითმფრინავის გამოყენება სურთ. დაზვერვას ამაში ეჭვი არ ეპარება", - განაცხადა დიუკმა.

მისი თქმით, სატვირთო მანქანებისა და ცივი იარაღის გამოყენებით ტერაქტების განხორციელება ტერორისტებს შიშის დათესვისთვის სჭირდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "მათ უარი განაცხადეს თვითმფრინავის გამოყენების სცენარზე".

შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ტერორისტული საფრთხის დონე ძალიან მაღალია.

"ტერორისტები ძლიერები არიან. ისინი ყველაფერს ერგებიან. ტერაქტების საფრთხის დონე ახლა ყველაზე მაღალ დონეზეა 11 სექტემბრის შემდეგ. ჩვენ ყველა საშუალება უნდა გაგვაჩნდეს, რათა მათ დავუპირისპირდეთ", - დასძინა მან.

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

"კორონავირუსის პოტენციალი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - შემოდგომის და ზამთრის გადავლა მარტივი ნამდვილად არ იქნება" - ენტონი ფაუჩი

19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?