პოლონეთის სავაჭრო ცენტრში 27 წლის მამაკაცმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა

 პოლონეთის სავაჭრო ცენტრში 27 წლის მამაკაცმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა

პოლონეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაიჭრა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.

საქმეზე გამოძიება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბიეტა შიდლომ პირად კონტროლზე აიყვანა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრ "სტალევა-ვოლეში" მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. ის შენობაში შევარდა და ხალხს დანა დაარტყა.

მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ის 27 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივი უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"