სექსტრეფიკინგისგან აშშ-ში 84 ბავშვი იხსნეს

სექსტრეფიკინგისგან აშშ-ში 84 ბავშვი იხსნეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სექსტრეფიკინგისგან 84 ბავშვი იხსნეს, მათგან ყველაზე უმცროსი 3 თვის ბავშვია. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

ოპერაციის შედეგად 120 ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ბავშვებს სექსისთვის ონლაინ ყიდდა.

4 დღიანი სპეცოპერაციის ფარგლებში შეამოწმეს სასტუმროები, კაზინოები და სატვირთო მანქანების გაჩერებები, ასევე - ქუჩები და ინტერნეტსაიტები.

გადარჩენილი ბავშვების საშუალო ასაკი 15 წელი იყო. სამი თვის და 5 წლის ბავშვებთან სექსი კი დენვერში პოლიციის ფარულ აგენტს 600 დოლარად შესთავაზეს. ადამიანი კი, რომელიც ბავშვებს ყიდდა, მათი მშობლების მეგობარი იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"