მოსკოვში Эхо Москвы-ს ჟურნალისტი დაჭრეს

მოსკოვში Эхо Москвы-ს ჟურნალისტი დაჭრეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ტატიანა ფელგენგაუერს უცნობი პირი მოსკოვში, ახალი არბატის ქუჩაზე, რედაქციის შენობაში დაესხა თავს. მან შესასვლელში მყოფი დაცვის თანამშრომელი, კედლიდან ჩამოხსნილი ცეცხლმაქრით მოიგერია და შენობის მე-14 სართულზე მყოფ ჟურნალისტს, სამუშაო ოთახში შეუვარდა და ის დანით, ყელის არეში დაჭრა.

რედაქციის დაცვამ, მისი დაკავება მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა და ის პოლიციას ჩააბარეს, დაჭრილი ჟურნალისტი კი, საოპერაციოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ტატიანას დაჭრა სამსახურებრივ საქმეს არ უკავშირდება, ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი, პირადი კონფლიქტია... თავდამსხმელი 40-45 წლის მამაკაცია. სხვა მონაცემები მის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რაც შეეხება ტატიანას, ის რედაქტორის მოადგილეა და 10 წელზე მეტია, Эхо Москвы -ში გადაცემის წამყვანად მუშაობს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ადგილობრივი ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენლის, ვსევოლოდ ბოგდანოვის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში ჟურნალისტს თავს ესხმიან, - შესაბამისად, საჭიროა მათი უსაფრთხოება ისე იყოს დაცული, როგორც დუმის დეპუტატის. "ჟურნალისტთა კავშირი ამ ინიციატივას აუცილებლად წამოაყენებს, რაც ზოგადად ჟურნალისტის სტატუსთან ერთად, კომპლექსურად იქნება განხილული..."- აცხადებს ბოგდანოვი.

მისივე თქმით, მათი კავშირი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია, ისინი სარგებლობენ სპეციალური ბარათით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია აძლევს მათ, თუმცა, ეს დოკუმენტი რუსეთში არაფერს ნიშნავს და ჟურნალისტი თავისი მოვალეობის შესრულებისას სრულიად დაუცველია. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"