"ისლამი წარბების კორექციას და "ფეისბუქზე" ფოტოების ატვირთვას კრძალავს!" - ინდოეთში სკოლამ ბრძანება გამოსცა

"ისლამი წარბების კორექციას და "ფეისბუქზე" ფოტოების ატვირთვას კრძალავს!" - ინდოეთში სკოლამ ბრძანება გამოსცა

ინდოეთში ისლამის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტიტუციამ მორწმუნეებს სოციალურ მედიაში მათი ფოტოების ატვირთვა აუკრძალა.

დარულ ულულ დეობანდის სკოლამ, რომელიც საჰარანპურში მდებარეობს, ფატვა (ბრძანება) გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ ფოტოების ონლაინ გამოფენა ისლამს ეწინააღმდეგება.

აკრძალვა ეხება როგორც ქალებს, ასევე კაცებს, იმის მიუხედავად, რომ სემინარიას სოციალურ მედიაში ოფიციალური გვერდები აქვს დარეგისტრირებული.

ფატვაში არ არის აღნიშნული, უნდა წაშალონ თუ არა მუსულმანებმა ფოტოები და პოსტები, რომლებიც უკვე ატვირთული აქვთ.

ცოტა ხნის წინ ამავე სკოლამ კიდევ ერთი წესდება შეიმუშავა, რომლის თანახმად ქალებმა წარბების კორექცია არ უნდა გაიკეთონ და არ იარონ სილამაზის სალონებში.

სემინარიის ხელმძღვანელის მაულანა სადიქ ქასმის განცხადებით, ისლამი არ აძლევს მორწმუნე ქალებს უფლებას, გაიკეთონ მაკიაჟი და მიიზიდონ მამაკაცები. ის ამბობს, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ქალი სარგებლობს სილამაზის სალონით, რაც "კარგის ნიშანი არ არის".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"