სააკაშვილი - იმედი მაქვს, არსენ ავაკოვმა ნაყარ-ნუყარში ”ბარიგების” წარმომადგენელი დეპუტატები იგულისხმა

სააკაშვილი - იმედი მაქვს, არსენ ავაკოვმა ნაყარ-ნუყარში ”ბარიგების” წარმომადგენელი დეპუტატები იგულისხმა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შს მინისტრს არსენ ავაკოვს უპასუხა, რომელმაც ქვეყნის პარლამენტთან გაძლიერებული დაცვის მოხსნის ბრძანება გასცა.

"იმედი მაქვს, სიტყვა ნაყარ-ნუყარში ავაკოვმა იგულისხმა როზენბლატი, ბერეზნენკო, ლიაშკო და ბარიგების სხვა წარმომადგენლები, ვინაიდან ეროვნული გვარდია არა აქციის მონაწილეებს, არამედ დეპუტატებს იცავდა ხალხისგან, რომლებიც მათთან დასალაპარაკებლად მოვიდნენ", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 7 ნოემბერს, როდესაც დეპუტატები პარლამენტში მივლენ, ეროვნული გვარდიის ზურგს უკან არ აღმოჩნდებიან.

"სახელმწიფო რესურსების ხარჯვას და რადასთან შეკრებილი ამ ნაყარ- ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მე გავეცი ბრძანება პერიმეტრის დაცვის მოხსნის შესახებ", - დაწერა ავაკოვმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის შენობის დაცვა 17 ოქტომბრის ღამეს, მიტინგის დაწყებამდე გააძლიერეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"