"ხალხი გარბოდა, თავშესაფარს ეძებდა" - ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები

"ხალხი გარბოდა, თავშესაფარს ეძებდა" - ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები

ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

31 ოქტომბერს, შუადღისას მანჰეტენზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. თავდამსხმელი ველოსიპედის ბილიკზე, ხალხის ნაკადში ავტომობილით შეიჭრა.

დამნაშავის იდენტიფიცირება მალევე მოხერხდა - 29 წლის მამაკაცს პოლიციამ ესროლა, შემდეგ კი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ის საიფულო საიპოვია, უზბეკი ემიგრანტი, რომელიც აშშ-ში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდა.

მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

თავდამსხმელი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მანქანაში იპოვეს ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ტერაქტი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით განხორციელდა.

თვითმხილველი, კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის 23 წლის სტუდენტი ბაბატუნდე ოგუნინი "ბი ბი სის" მძიმე დეტალებს უყვება.

"გარეთ ვისხედით და დავინახე, როგორ წამოვიდა ხალხის მიმართულებით მანქანა. ის, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ქუჩის ნაწილში, სადაც მხოლოდ 40 კმ/სთ-ა დაშვებული.

მანქანა ხალხის ნაკადში შევარდა, დავინახე, რომ თავდაპირველად ორ ადამიანს დაეჯახა, თუმცა მოძრაობა განაგრძო ტროტუარსა და ველობილიკზე. შემდეგ დაეჯახა სკოლის ავტობუსს. ხალხი გარბოდა, თავშესაფარს ეძებდა, ბოლოს კი გავიგეთ გასროლის ხმაც.

გაოგნებულები ვიყავით, პირველ წუთებში შეუძლებელი იყო გაგვეგო, რა მოხდა," - ყვება სტუდენტი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"