ამბოხება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა - კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს

ამბოხება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა - კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს

ესპანეთის ეროვნული სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ურიოლ ჟუნკერასია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ეჭვმიტანილებს შეეძლოთ სხვა ქვეყანაში გადასვლა, როგორც ეს კატალონელმა სხვა მინისტრებმა გააკეთეს.

კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით სასამართლომ დაკითხა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ამბოხება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატალონიის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები.

"როგორც კატალონიის მთავრობის ლეგიტიმური თავმჯდომარე, კატალონიის მთავრობის დაკავებული მინისტრების გათავისუფლებას მოვითხოვ", - განაცხადა კარლეს პუჩდემონმა ტელეარხ TV3-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, მთავრობის ყოფილი წევრების დაკავება "დემოკრატიის ხელყოფასა და კატალონიაში დეკემბერში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე დარტყმას წარმოადგენს".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"